28 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროზე - მიგრანტების ნავის ჩაძირვას 115 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემით 115 ადამიანია დაღუპული. მაშველებმა წყლიდან 130-ზე მეტი მიგრანტი ამოიყვანეს. ისინი სანაპიროზე თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, ნავში 250 ადამიანი იმყოფებოდა. უმეტესობა აფრიკის და არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში გადასვლას აპირებდნენ. მათი ნავი სანაპიროდან 8 კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა.

დღის ამბები