11 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს, სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს, სახლებს შეუსყიდის. მათი განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.

შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები.

სააგენტომ მიმდინარე წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები