02 ივლისი 2024,   20:47
ვრცლად
ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი - ოპოზიცია გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე

735 მილიონი ლარი საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში - საქართველოს მთავრობამ ახალი რეკორდი მოხსნა. 

წელს საჯარო მოხელეების შენახვა ხალხს ყველაზე ძვირი დაუჯდა. კვლევას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.  ოპოზიცია გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიებით და დანამატებით მმართველი გუნდი პარტიული აქტივის საარჩევნო წახალისებას ახდენს. ხელისუფლების ოპონენტები საჯარო უწყებებში სერიოზულ ნეპოტიზმზეც მიუთითებენ.

Image result for რომან გოცირიძე„ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზი არის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის ცვლილება. უზარმაზარი რაოდენობით გაიხარჯა ბიუროკრატიული ხარჯები. ასეთი მზარდი ხარჯები ბიუროკრატიული აპარატისა, არის ერთის მხრივ გაუმართლებელი, რომელიც ლარს აწვება და მეორეს მხრივა არაზნეობრივია, ვინაიდან ამ ადამიანების შენახვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნეპოტიზმსა და ამ ხალხის გამოყენებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში. გაჭირვებული ადამიანების ფულით ინახავენ თავიანთ პარტიულ აქტივს,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

საჯარო დაწესებულებები გადაქცეულია პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად - ამბობენ, „ევროპულ საქართველოში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, ერთადერთი რაც სტაბილურ ზრდაშია ქვეყანაში, სწორედ ბიუროკრატიული ხარჯებია.

Image result for ოთო კახიძე„მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეკონომიკა არ იზრდება და ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი. რაც სტაბილურად მიდის წინ, ეს არის ბიუროკრატიის ხარჯები. ეს არის მთავრობის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, თვითმმართველობების  ხარჯები.  ისედაც პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად აქვთ გადაქცეული საჯარო სამსახურები და არც კმაყოფილდებიან იმ ხელფასით, რომელიც აქვთ და კიდევ უფრო მეტ ტვირთად აწვებიან ჩვენს მოქალაქეებს,“-ამბობს ოთო კახიძე.

მაღალი თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურების ზრდას უარყოფენ მმართველ გუნდში.

Image result for გურამ მაჭარაშვილი„მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა როგორც სახელფასო განაკვეთს, ასევე სარგოს, მთლიანობაში ფორმირდა ეს როგორც სახელფასო განაკვეთი, შესაბამისად არანაირი მომატება არ ყოფილა საჯარო სექტორში,“-ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები