27 დეკემბერი 2024,   08:21
ვრცლად
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

21 წლის მათე დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. ახალგაზრდას გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

სავარაუდოდ, დღესვე მოხდება მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაც. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, დემონსტრაციის დაშლის დროს დაკავებულმა ჯოხის დარტყმით სამართალდამცველებს სხეულის დაზიანება მიაყენა. მუხლი, რომლის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე დღეს დაკავებულ აქციის კიდევ ორ მონაწილეს სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, ნაწილს ჯარიმა შეეფარდა, ნაწილი კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

დღის ამბები