თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის აქციის საქმეზეა დაკავებული. ოქუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.
როგორც სხდომის დაწყების წინ, ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელითაც ოქრუაშვილის დანაშაულებრივი ქმედება მტკიცდება.