17 სექტემბერი 2026,   12:19
ვრცლად
NGO-ების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობა "კლანთანაა" კავშირში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იურიდიულ კომიტეტში დეპუტატებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. ცნობილია, რომ სხდომაზე სამოქალაქო სექტორის კოალიციას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება და მთავარ შეკითხვებს მხოლოდ ის დასვამს. "კურიერის" ინფორმაციით, ეს ადამიანი, სავარაუდოდ, გიორგი მშვენიერაძე იქნება. მესამე სექტორი ამ პროცესს არ ენდობა, თუმცა მათი ძირითადი კითხვები კანდიდატების პროფესიულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მოსამართლეების შერჩევის პროცესისადმი  უნდობლობას იმ ფაქტორს უკავშირებს, რომ, მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების  უმრავლესობა იმ საბჭოს მიერაა შერჩეული, რომელსაც გავლენიანი მოსამართლეების ე.წ. "კლანი" აკონტროლებს.

"კლანზე" საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გვანცა წულუკიძე და  აღნიშნავს, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში არავინ არის ისეთი, რომელთა წარსული საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არ უკავშირდება ე.წ.  „კლანს“.

დღის ამბები