18 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
"ლელო" პარლამენტს მოუწოდებს მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს საზოგადოებრივ მოძრაობაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე "ლელოს" სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა,  მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება იყო ღია, შერჩევის პროცესმა საზოგადოებაში მინიმალური სანდოობაც კი ვერ გააჩინა. მისი თქმით,  ამას ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან კრიტიკული შეფასებები და სახალხო დამცველის დასკვნაც.

"შექმნილი კრიზისი გამოიწვია არა მხოლოდ კანონში მიზანმიმართულად დატოვებულმა პრობლემებმა, არამედ, უპირველესად იმან, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების უმრავლესობა არის არაკეთილსინდისიერი და უკვე წლებია აზიანებენ მართლმსაჯულების ინტერესებს. მოცემული სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ, იქნება აღნიშნულ ფარსში თანამონაწილეობა და დააკანონებს სასამართლო სისტემის მითვისებას მმართველი პარტიის მხრიდან,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

დღის ამბები