18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები’’-საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერებიც. მათი თქმით, დაკავებულებს რეალურად არა ძალადობას, არამედ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას ედავებიან. სასამართლოს დაცვის თანამშრომლებმა, შეკრებილებს შენობიდან მოშორებით გასვლა მოსთხოვა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

აქციაზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მისი ძმისშვილის დაკავებამდე ხელისუფლების მხრიდან განხორიელებულ მუქარაზე ისაუბრა. მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილს ძალოვანი სტრუქტურებიდან დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე კარავს გაშლიდა, დააკავებდნენ. 

"სანამ მე კარავს გავშლიდი ჰუსეინთან შემოვიდა ზარი, რომ დღეს თუ კარავს გაშლის ბიძაშენი ციხეში გამოგამწყვდევთ ხვალ და ასეც მოხდა. მე დღეს კარავი გავშალე, ხვალ მორის მაჩალიკაშვილი ციხეში გამოამწყვდიეს. ქისტებს არ აქვთ არანაირი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ძალოვნები ყოველთვის ცდილობენ ქისტები დააშინონ, დააჩოქონ, ’’- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

საქალაქო სასამართლოს წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმაც იმყოფებოდა. როგორც აქციაზე მყოფმა, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის ირგვლივ განვითარებული პროცესები​ ხელისუფლების მხრიდან არის მართული. 

‘’ჰუსეინის შემთხვევაში კარგად ჩანს კადრებში, რომ ის კანონს არ არღვევს, ის უბრალოდ დგას. ხალხის გარემოცვაში შეუძლებელია რომ არ გადაადგილდე, ამიტომაც იქ ჩანს, რომ ის არის დაპატიმრებული, რადგანაც ის არის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი. ეს არის მიზანმიმართული ამ ოჯახის განადგურებისკენ, რადგანაც სახელმწიფოს უნდა უდანაშაულო ადამიანების განადგურება,’’- განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

დღის ამბები