"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, სამგორისა და ვარკეთილის რაიონებში, 9 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა.
კომპანიის ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება დღეს, 16 სექტემბერს, 09:00 საათიდან შეზღუდულია.
"გაზმომარაგების აღდგენა 15:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე ეტაპობრივად დასრულდება.
გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
გაზის სუნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995 32 240 40 04
114", - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.