18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ესაა ადამიანის სიცოცხლის ფასი"- ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან ტყვია აჩვენა, რომლითაც დონბასის ომში ოპერის მომღერალი მოკლეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დონბასის რეგიონში მიმდინარე ომის დროს დაღუპული ოპერის მომღერლის ვასილ სლიპაკის ისტორია გაიხსენა. უკრაინის ლიდერმა გაერო-ს ტრიბუნიდან რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა და რუსული აგრესიის სიმბოლოდ ლიდერებს ტყვია წარმოუდგინა, რომლითაც მომღერალი იქნა მოკლული:

"12,7 მილიმეტრი. ეს უბრალოდ კალიბრი არაა, რომელმაც მისი კარიერა შეაჩერა. ამან შეაჩერა მისი სიცოცხლეც. სხვათა შორის, ამ ტყვიის ღირებულება 10 დოლარია და სამწუხაროდ,  ჩვენს პლანეტაზე  ეს არის ადამიანის სიცოცხლის ფასიც. ასეთი ისტორიები ათასობითაა, ასეთი ტყვიები მილიონობით," - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სლიპაკი მსოფლიოს საუკეთესო ბარიტონთა რიგებში შედიოდა.

უკრაინის ლიდერმა სესიის მონაწილეებს შეახსენა იმ 13 000 დაღუპულის შესახებ, როელიც დონბასში მიმდინარე ომმა იმსხვერპლა. უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას ომების თავიდან აცილებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპას არ შეეხება.

დღის ამბები