14 სექტემბერი 2026,   19:16
ვრცლად
იურისტები ხელისუფლებისგან სასამართლო სისტემაში "კლანის" არსებობის აღიარებას მოითხოვენ - პარლამენტში რეზოლუცია დარეგისტრირდა

რეზოლუცია "საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე" პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა - იურისტები ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანომ აღიაროს არსებული პრობლემები. იმ შემთხვევაში კი, თუ დეპუტატები მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს არ დაამტკიცებენ, იურისტები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

მოთხოვნათა შორის არის პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა, რომელმაც 2020 წლის 1 თებერვლამდე, "კლანური" მმართველობის კუთხით სასამართლოში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს და 2020 წლის 20 აპრილამდე მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სისტემაში არსებულ "კლანური" მმართველობის დასრულების და სასამართლოს სიტემის რეალური რეფორმირების მიზნით.

პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკურ მზაობაზეა დამოკიდებული. ბესელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობა უნდა აღიაროს და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. 

დღის ამბები