17 სექტემბერი 2026,   07:43
ვრცლად
წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "კურიერს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შეგდეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. 

დღის ამბები