გორის რაიონული სასამართლო, აღაიანში მომხდარი გახმაურებული, საკუთარი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედის საქმეზე იმსჯელებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესები არასრულწლოვანი განსასჯელის ინტერესებიდანგამომდინარე დახურულ რეჟიმში წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო არასრულწლოვანი დედის საქმეზე მსჯელობს, რომელიც სამართალდამცავებმა 4 თვის წინ დააკავეს. დაკავებულს ბრალად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება.