იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 29 სექტემბერს დე-ჯგუფში მეორე მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, რომელმაც გუშინ ყველასათვის მოულოდნელად დაძაბულ ბრძოლაში 30-27 ფიჯის ეროვნული გუნდი დაამარცხა.
ქართველი მორაგბეები მოახლოებული შეხვედრისთვის ქალაქ ნაგოიაში ემზადებიან. სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ სავარაუდოდ მერაბ შარიქაძეც ითამაშებს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. საქართველოსა და ურუგვაის სარაგბო დაპირისპირება ქალაქ კუმაგაიაში თბილისის დროით 9 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.