ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ელოდებიან. თურნავა ტყიბულში, სამთავრობო სხდომის შემდეგ გაემგზავრა. მეშახტეები ეკონომიკის მინისტრს თეატრის შენობაში შეხვდებებიან, სადაც მას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.
ამ წუთებში, მეშახტეები და მათი მხარდამჭერები ტყიბულის მერიის მიმდებარედ არიან შეკრებილი. "საქნახშირის" გაფიცული მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია, ხელფასების დარიგება და შახტის ამუშავება.