თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
"გადაიდგა ძალიან სწორი ნაბიჯი. საერთოდ, ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, ვთქვით და განავაცხადეთ არაერთხელ, რაც მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, ჩვენს უზენაეს სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით, ჩვენ გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც დაგვეხმარება ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში,"- განაცხადა ციხელაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.