საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება. საელჩომ განცხადება ტვიტერის გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ მიესალმება ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რომელიც შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა.
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს ოკუპაცია და ასევე შეამციროს დაძაბულობა, ამერიკა მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,"- ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.