11 სექტემბერი 2026,   13:42
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ფორმა - დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეიდან შიმშილობას იწყებენ

პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი დევნილები და სოციალურად დაუცველები.

აქციის მონაწილეები შიმშილობას იწყებენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი უკვე რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. როგორც სამინისტროს წინ მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტს მანამდე გაააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, თუ აქციის მონაწილე დევნილები შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ.

დღის ამბები