წყალტუბოში მომხდარი სუიციდის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 18 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება, მათ შორის ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება.
გარდაცვლილის ბიძის რომანოზ ფანცხავას ინფორმაციით, აპოლონ ფანცხავას ჩანთაში აბები აღმოაჩინეს, თუმცა ბიძის თქმით, მისთვის წამალდამოკიდებულება არ შეუმჩნევიათ. რომანოზ ფანცხავას ინფორმაციითვე, მისი ძმისშვილი რთული ბავშვი იყო და მასთან კონტაქტი უჭირდათ.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელმაც შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციამ უკვე ამოიღო გარდაცვლილის ტელეფონი და კომპიუტერი. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი ახლობლები.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.