შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ახალციხეში სასაზღვრო სექტორის "ხრაინის" შენობის გახსნაზე იმყოფებოდნენ.
ახალციხეში შეკრებილებმა ის ძველი შენობაც დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს დღემდე უწევდათ მუშაობა.
შს მინისტრმა სასაზღვრო მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"უკვე რამდენიმე წელია ავირჩიეთ მისი განვითარება. 2013 წლიდან დავიწყეთ ახალი სექტორების შენობა, აშენდა რამდენიმე ათეული სექტორი და სამმართველო. რა თქმა უნდა ამაში დიდი წვლილი აქვთ ჩვენს პარტნიორებს," - განაცხადა გომელაურმა.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს:
"ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი თანამშრომლობა სასაზღვრო პოლიციასთან და ვამაყობთ, რომ უკვე 9 ერთობლივი პროექტი დავასრულეთ ამერიკის მთავრობის, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან ერთად," - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.