ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი მტკიცებით, სატვირთო ავტომანქანების გამონაბოლქვი, სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
აქციის მონაწილეები სასტუმრომდე მისასვლელი ალტერნატიული გზის გაყვანას ითხოვენ.
მათივე თქმით, არც, უსაფრთხოების ნორმებია დაცული და არც ტვირთის გადატანის პროცესი კონტროლდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეცდებიან პრობლემა ალტერნატიული გის გაყვანით მოაგვარონ.