16 სექტემბერი 2026,   16:27
ვრცლად
თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა

სირიის სახელმწიფოს მედიის ცნობით, თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს, თუმცა  ინფორმაციას უარყოფს შეერთებული შტატები.

როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სირიიდან ამერიკამ სამხედროების მხოლოდ ნაწილი გაიყვანა.

ამერიკული მხარე ფიქრობს, რომ თურქეთი გარკვეულ სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს, თუმცა თუ ეს ზღვარს გადავა მაშინ ვაშინგტონი ანკარის წინააღდეგ მკაცრ ეკონომიკურ ზეწოლას განახორციელებს.

დღის ამბები