საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2026 (Arabian Travel Market) მონაწილეობს.
4-დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია მიმდინარეობს, მოეწყო შეხვედრები მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ორგანიზაციებთან, ტუროპერატორებთან, ავიაკომპანიებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციასთან, ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად წარდგა.
დუბაის ტურისტულ გამოფენამდე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში როუდშოუები ჩაატარა. რიადსა და დუბაიში გამართულ ღონისძიებებში ყურის ქვეყნების უმსხვილესი ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ.
როუდშოუების ფარგლებში, ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები და B2B შეხვედრები გაიმართა. როუდშოუების მიზანია საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.