ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავარიაში მოჰყვა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად პოლიციელები მსუბუქად დაშავდნენ.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.