თამთა თოდაძეს, რომელიც საკრებულოს წევრს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებია. საკითხზე პროკურატურის გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. უწყების განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.
შეგახსნებეთ, თამთა თოდაძემ საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ ძალადობაში რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულა.