12-16 ოქტომბერს კატარის დედაქალაქ დოჰაში ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები გაიმართება. ტურნირში 97 ქვეყნის 1237-ი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მედლები 14-ტ დისციპლინაში გათამაშდება.
მომავალ ტურნირზე იასპარეზებს საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც ოთხი სპორტსმენით არის დაკომპლექტებული. დღეს ქართველ მოჭიდავეებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შეხვდა.