19 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ირლანდიას უმასპინძლებს

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ირლანდიას უმასპინძლებს. დე ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე 11 ქულით ირლანდიელები იმყოფებიან, საქართველოს ნაკრებს კი 4 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.

ამ დრომდე აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, სტატისტიკა ირლანდიელთა სასარგებლოდ მეტყველებს. ერთი ფრე და 9 გამარჯვება. ერთადერთი ქულა საქართველოს ნაკრებმა 2017 წლის 2 სექტემბერს აიღო. საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო შეხვედრა დინამო არენაზე 17 საათზე დაიწყება.

დღის ამბები