14 ადამიანი, მათ შორის 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა სირიაში თურქეთის ავიაიერიშებს. არიან დაშავებულებიც.
ქალაქ რას-ალ-აინში საჰაერო შეტევის დროს დაიღუპა ერთი ჟურნალისტიც. ინფორმაცია ვრცელდება თავდასხმისას დაშავებულ 2 ფრანგ რეპორტიორზეც.
თურქეთი-სირიის საზღვარზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის განცხადებით, მათი მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნაა.