18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
"C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ შიდსით ავადმყოფებში" - საქართველოს მთავრობა საერათაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

"C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ შიდსით ავადმყოფებში" - საერთაშორისო კონფერენციის მიზანი აივ შიდსისა და C ჰეპატიტების დარგების შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. კონფერენციაში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამით რამდენიმე წელიწადში ქვეყანა დაავადებებზე გამარჯვებას იზეიმებს. მარიამ ჯაშის თქმით, პროგრამის მიზანი არის, C ჰეპატიტით ინფიცირებულების რაოდენობა გამოკვლეულ და განკურნებული იქნას.

"მიზანი არის, რომ სულ მცირე 90% C ჰეპატიტით ინფიცირებულისა იყოს გამოკვლეული და 95% განკურნებული, მაგრამ მიკრო ელემენტაციის მიზნები პრაქტიკულად უკვე მიღწეულია აივ ინფიცირებულთა შორის. ეს არის უნიკალური პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მსოფლიო მაშტაბით და სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიზეიმებთ უკვე საბოლოო გამარჯვებას, რომ ქვეყნის მაშტაბით იყოს აღმოფხვრილი," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები