18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოძიება უკვე 2 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, რისთვისაც საპარლამენტო კონტროლი აუცილებელია. საგამოძიებო კომისიის შექმნას  ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს.

"ორი წელი გახდება ძალიან მალე, რაც მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.  ეს გამოძიება არ დასრულებულა და ორი წლის მანძილზე გამოძიებამ ვერ დადო შედეგი, ამიტომ  ვფიქრობ, რომ დროული და სწორია პარლამენტმა იმსჯელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, მე კი მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, " - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები