18 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
დაპირისპირება ყიფშიძეზე - ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსის მქონე ლევან ძნელაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი ლევან ძნელაძე დაკავებულია.

პირი, რომელსაც ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა დღეს ბრალი ოფიცილურად წარედგინება. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ძნელაძე საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ის ღუდუშაურის კლინიკაში კვლავ სამკურნალოდ დაბრუნდა. მისი უფლებადამცველის თქმით, წარდგენილი მუხლები უსაფუძვლოა და ძნელაძეს განზრახ დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

დღის ამბები