22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
არასრულწლოვნების გათხოვება და დანიშვნა ქვემო ქართლში - საგანგაშო სტატისტიკა მარნეულიდან

მარნეულის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოსწავლე დანიშნეს, მომხდარზე სოფელში ყველა საუბრობს.

არასრულწლოვნების გათხოვება და დანიშვნა მარნეულში საგანგაშო სტატისტიკად იქცა, თუმცა პედაგოგები ციფრებში ასახულ რეალობას ტრაგედიად არ აღიქვამენ.

არასრულწლოვნის გათხოვების შესახებ დუმს სკოლის დირექტორიც და პედაგოგებიც, ისინი მომხდარს ტრაგედიად არ აღიქვამენ, მიზეზად ტრადიციებს, კულტურას და წეს-ჩვეულებას ასახელებენ.

მეათეკლასელი მოსწავლის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაცია 1 თვის დაგვიანებით "კურიერისგან" გაიგო სოციალური მომსახურების სააგენტომ და საკითხის შესწავლა დაიწყო, საქმეში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.

კანონი ნიშნობას მართლაც არ სჯის, მაგრამ არსებობს 2016 წელს მთავრობის მიერ გამოცემული რეფერირების დოკუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით მკაცრ რეგულაციებს აწესებს არასრულწლოვნების შემთხვევებში.

დღის ამბები