23 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
მოსწავლეების გარეშე დარჩენილი საჯარო სკოლები და უხელფასო შვებულებაში მყოფი მასწავლებლები - რატომ იცლება საგანმანათლებლო დაწესებულებები სოფლებში

სოფელ ჩეკურიაანთგორის სკოლა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში 1 მოსწავლე ჰყავდა, წელს საერთოდ დაიხურა. მშობლებმა ის მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანეს, სადაც დასთან ერთად ისწავლის.

ჩეკურაანთგორის მსგავსად, სკოლა არ ფუნქციონირებს წყალტუბოს რაიონის სოფელ მექვენაშიც. ბოლოს ზარი აქ 2015 წელს დაირეკა, მას შემდეგ კი ამ სოფლის რამდენიმე მოსწავლე ცაგერში, სოფელ ტვიშში დადის. უკვე 9 თვეა, სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯალის საჯარო სკოლაშიც.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მიმართვის შემთხვევაში სკოლები მზად არიან სასწავლო პროცესის გასაახლებლად და ბავშვების მისაღებად. უწყებაში ფიქრობენ, რომ პრობლემას მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სოფლის განვითარების სტრატეგია მოაგვარებს და სოფლებში მცხოვრებლების რაოდენობის ზრდას ხელს შეუწყობს.

ის პედაგოგები, რომლებიც იმ სოფლებში ასწავლიან, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლეთა სიმცირის გამო შეწყვეტილია, დღემდე უმუშევრები არიან. მასწავლებლები უხელფასო შვებულებაში იქამდე იქნებიან, სანამ ამ სოფლებში სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა არ გაიზრდება.

საქართველოში სულ 6 სოფელია, რომელსაც სკოლა აქვს, თუმცა მოსწავლეები არ ჰყავს. ასევე, ოთხ სოფელში მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. 291 სკოლაში კი საშუალო განათლებას 30-ზე ნაკლები ბავშვი იღებს.

დღის ამბები