"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, რეზო ხარაზი ამბობს, რომ აჭარა ბიძინა ივანიშვილისთვის უინტერესოა და ამაზე რეგიონში შეჩერებული პროექტებიც მეტყველებს.
"ნაციონალურ მოძრაობის" მტკიცებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად არ აგრძელებს აჭარაში დაწყებულ პროექტებს.
"ხელისუფლებამ ხულო-გოდერძი-ზარზმის გზის მონაკვეთი, რომლის გაკეთებაც 7 წლის წინ დაანონსა ამ დრომდე ვერ გაკეთა და გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც ხულო-გიდერძი-ზარზმას მონაკვეთზე უნდა დახარჯულიყო ბიძინა ივანიშვილის მითითებით სხვა რეგიონში სხვა პროექტებს მოახმარეს,"- განაცხადა რეზო ხარაზმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.