დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დავით ნარმანია მოვალეობის შესრულებას დღეიდან დაიწყებს.
21 ოქტომბერს სემეკ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ნარმანია 2017 წლიდან სემეკ-ის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.