26 დეკემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"აშშ ამ აქტით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუზიას ეხმაურება"-​ვლადიმერ კონსტანტინიდი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განიხილავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აფასებს. ვალიდემერ კონსტანტინიდის განცხადებით, კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული კანონპროექტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და ამ სახით ეხმაურება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, დოკუმენტი შეიცავს უმნიშვნელოვანეს გზავნილებს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის კუთხით,"- აცხადებს კონსტანტინიდი "კურიერთან". 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარდამჭერ აქტს 30-მდე თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიებიდან.

დღის ამბები