16 სექტემბერი 2026,   15:38
ვრცლად
ფიზიკური ანგარიშსწორება ემზარ კვიციანის მხრიდან - ზუკა ბერძენიშვილმა პროკურატურას მიმართა

ბრძოლა დაზარალებულის სტატუსის მოსაპოვებლად - სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა და დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. 

როგორც ბერძენიშვილი "კურიერთან" აცხადებს, გამოძიება შესაბამისად არ მიმდინარეობს:

"ემზარ კვიციანის ინციდენტის შემდეგ უკვე ორი თვე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმავე დღეს უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ, რაც ტელევიზიით ისედაც მთელმა ქვეყანამ ნახა, გამოძიება შესაბამისად არ მიმდინარეობს და დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მაქვს", - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მერძენიშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი ხელისუფლებას პოლიტიკური დღისწესრიგით მოქმედებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 8 სექტემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც კვიციანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრს ფიზიკურადაც შეეხო. 

დღის ამბები