16 სექტემბერი 2026,   16:28
ვრცლად
გიორგი გამსახურდია ერიკ ტრამპის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა

გიორგი გამსახურდია,Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე "ტრამპის ორგანიზაციის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც, ომის ნაცვლად, ქვეყანას უწყეტი მშვიდობა და სწრაფი განვითარება მოუტანა.

გამსახურდიას შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამს და მათ აქვთ საქართველოში სტაბილურობის განცდა, მმართველ პარტიას კი საიმედო პარტნიორად აღიქვამენ.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკის შედეგი, საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა. ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი, დამერწმუნებით რომ სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, აქვთ სრული ინფორმაცია, რწმენა სტაბილურობის შესახებ და აღიქვამენ მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად. ეს პროექტი ასევეა საქართველოსთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტი, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურებაა," - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები