27 დეკემბერი 2024,   12:28
ვრცლად
გახარია ცხინვალის ციხის კადრებზე: პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაღებულ სკანდალურ კადრებს გამოეხმაურა.  გავრცელებულ კადრებში  სამართალდამცავების მხრიდან პატიმრების წამებაა ასახული.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა. 

"პირველ რიგში, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს კადრები არ მინახავს, თუმცა მითხრეს, რა თქმა უნდა. აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური გზა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ მხარესთან ერთად, ვინც კონფლიქტის მოგვარების პროცესშია ჩართული, ერთად მივაწვდინოთ ხმა, მათთან ერთად ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე პატიმრებს 2 ოქტომბერს ომონის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს. პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც, პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.

დღის ამბები