24 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავეები ლევან ბერიანიძე, დავით მოძმანაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი დაახლოებით ერთი წელია თურქი ტაჰა აკგულის სპარინგ პარტნიორები არიან, თურქი მოჭიდავე კი გენო პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტია.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ თურქი სპორტსმენის მომზადებაში ქართველმა მოჭიდავეებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც გეგა გეგეშიძე ამბობს, აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროშია გადასაწყვეტი, ჭიდაობის ფედერაცია დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაეხმარონ ქართველ სპორტსმენებს, რათა მათ უმაღლესი საფეხურები დაიკავონ ოლიმპიურ თამაშებზე და ის რესურსი, რაც გააჩნიათ, მოახმარონ საკუთარ ქვეყანას.

დღის ამბები