"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე ამჯერად ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წევრებსა და სოფელ ლეღვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელი სტიქიითაა დაზარალებული და ადგილობრივები დახმარებას ითხოვს. პრობლემას ისევე როგორც სხვა სოფლებში, აქაც სასმელი წყლის არარსებობა წარმოადგენს. ასევე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.
ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს ადგილზე ნახონ სოფლის მოსახლეობა რა მდგომარეობაშია და მათ დახმარება აღმოუჩინონ.