21 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
"ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი" - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტს სახელმწიფოსგან სრული მხარდაჭერა აქვს. გიორგი გახარია ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდში ყოფნის დროს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი კომპანია გამოთქვამს სურვილს პროექტის განხორციელებაზე ხელისუფლება მას მხოლოდ მიესალმება.

"ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა, შესაბამისად რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს იმის თანხმობას, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ, მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები