21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ისტორიებით და ზღაპრებით" - გახარია ე.წ მუქარის წერილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მან უკვე იმდენი ვერსია მოისმინა ხაზარაძისთვის გაგზავნილ ე.წ მუქარის წერილზე, რომ თემას სერიოზულად ვეღარ აღიქვამს.

"უკვე კომენტარის გაკეთების დროსაც მეღიმება, რამდენი ვერსია არსებობდა, შეიძლება ამერიოს. არსებობდა ვერსია, რომ იყო შუამავალი, მერე თურმე შუამავალი ყოფილა ნათესავი და ამიტომ ვერ დავასახელებთ, მერე იყო ვერსია, რომ არა შუამავალი არ ყოფილა, მერე ამას წინათ წავიკითხე, არა გახარია იყო შუამავალიო, ახლა ხალხნო ამას მე სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ნაბიჯები. ადამიანებმა, წარმატებულმა ბიზნესმენებმა, გადაწყვიტეს შემოსულიყვნენ პოლიტიკაში, შემოვიდნენ ისე, როგორც დაინახა ყველამ, შეიძლება კარგი ბიზნესმენი იყო მაგრამ ვერ იყო პოლიტიკოსი, შესაბამისად ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ რაღაც ისტორიებით და ზღაპრებით და ამაზე კომენტარზე დროს ნუ დამაკარგვინებთ," - განაცხადა გახარიამ.

თიბისი ბანკის დამფუძნებ​ლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ე.წ მუქარის წერილი მან წინასაარჩევნოდ მიიღო და ის შეიცავდა გზავნილებს, როგორც მედიაზე ასევე ბიზნესზე მოსალოდნელ ზეწოლასთან დაკავშირებით. ადრესატის თქმით, წერილის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გიორგი გახარია იყო.

დღის ამბები