21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
"სალომე ადეიშვილის წერილი უწყების სამართლიან ფუნქციონირებას ეჭვქვეშ აყენებს" - EMC პროკურატურას მიმართავს

ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის" ცენტრი განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადეიშვილის წერილში სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც, დადასტურების შემთხვევაში, ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად უწყების ეფექტიან და სამართლიან ფუნქციონირებას.

"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრში ფიქრობენ, რომ - მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რეაგირების გარეშე არ დატოვოს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ამით შესაძლოა კიდევ უფრო დაზიანდეს პროკურატურის რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი საზოგადოების თვალში.

"შესაბამისმა ორგანოებმა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ არსებული ვითარება, დაადგინონ ერთი მხრივ, განცხადებაში მოყვანილი პრობლემების რეალურ ფაქტებთან შესაბამისობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყონ განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან დაცვა"-ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და უწყების ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. ადეიშვილმა მამხილებელ ტექსტში უწყებიდან წასვლის მიზეზები განმარტა.

დღის ამბები