21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"კატა-თაგვობანა - "კონტი ჯგუფი" იმიტომ გავიდა, რომ მიხვდა ანაკლიის პროექტის უპერსპექტივობას ამ ხელისუფლების პირობებში" - ოპოზიცია

ანაკლიის პროექტის ირგვლივ შექმნილ გაუგებრობას ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეხმაურება. "ევროპულ საქართველოში" და "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთხმად თანხმდებიან, რომ პროექტი ამ ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია და მას დასრულება არ უწერია.

"ეს ჰგავს კატა - თაგვობანას თამაშს, როდესაც ერთის მხრივ მთავრობა ამბობს, რომ მეტი რა გინდათ ჩვენ კონსორციუმს ვეხმარებით, ამ დროს ყველა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს დაწყებული TBC ბანკის საქმით ნიშნავს რეალურად ანაკლიის პროექტისთვის ძირის გამოთხრას," - აცხადებს "კურიერთან" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეს პროექტი არის დამთავრებულ ამ ხელისუფლების პირობებში. "კონტი ჯგუფი" იმიტომ გავიდა, რომ მიხვდა ამ პროექტის უპერსპექტივობას ამ ხელისუფლების პირობებში,"- აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე.

დღის ამბები