21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შევხედრები დასრულდა - ოპოზიცია და მმართველი გუნდი  საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე ვერ შეთანხმდა

"თუ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელდა მთელ რიგ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მარტო სისტემის შეცვლას აზრი არ აქვს."განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფის ორ დღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გოგორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ იმ საკითხებზე რაზეც შეთანხმება დღეს ვერ მოხერხდა კონსენსუსი სამომავლოდ მაინც  იქნება მიღწეული.

"დღევანდელი შეხვედრით ეს საკითხი არ ამოწურულა და შეხვედრები გაგრძელდება. იმედი მაქვს იქნება მიღწევები ისეთ საკითხებზე, რაზეც დღეს ვერ მოხერხდა შეთანხმება,"-ამბობს გოგორიშვილი.

 საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე კვლავ ვერ შეთანხმდა, საუბარია ძირითადად, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე. დღეს დისკუსია ეუთოს რეკომენდაციებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასა და საარჩევნო დავებზე გაიმართა.

დღის ამბები