მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ავღანეთში. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა ”მარმალზე” წვრთნები ჩაატარეს.
სწავლებაში ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის "ჩარლი" ოცეული მონაწილეობდა.
წვრთნების მთავარი მიზანი მხარდამჭერ ძალებთან ერთად მრჩეველთა ჯგუფის თავისუფალი გადაადგილება და მათი დაცვის უზრუნველყოფაა.
საწვრთნელი ჯგუფის ინსტრუქტორის, დუგლას ფილიპსის, თქმით სამხედრო სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამხედროები იმაღლებენ უნარ-ჩვევებს თუ როგორ უნდა შეძლონ შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება.
სწავლებით კმაყოფილები არიან ასევე ქართველი ჯარისკაცებიც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ხშირი სახე ჰქონდეს ასეთ წვრთნებს, რადგან ეს საშუალებას იძლევა, რომ მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ.