18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს

საქართველოს სამ რეგიონში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

"ქართული ოცნების" კანდიდატებმა წარმატება მხარდამჭერებთან ერთად წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე იზეიმეს.

შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ისინი ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურების გამოყენებასა და წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ საუბრობენ.

შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატებს კონკურენტი მხოლოდ ლაგოდეხში, აფენის თემში, ჰყავდათ. ადიგენსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში, მმართველი გუნდი კონკურენტის გარეშე იყო წარმოდგენილი. 

დღის ამბები