18 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ 16 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მათ შორის არის მაკო გომურიც, რომელმაც დარბევის შედეგად ერთი თვალი დაკარგა.

"პირველად რომ მივმართეთ პროკურატურას, ვიცოდით, რომ უარყოფითი პასუხი იქნებოდა. მეორედ კი უკვე დადებით პასუხს ველოდი. სასამართლოსგანაც მივიღეთ უარი და არ ვიცით, რის გამო შეიძლება უარი მიგვეღო. 4 თვეა იძიებენ და შეიძლება კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ გამოსაძიებლად?!" - აღნიშნა მაკო გომურმა.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძის შეფასებით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

"კონკრეტულ პირებს, რომლებსაც დაზიანებები მიადგათ, სახელმწიფო არ აღიარებს და არ მიიჩნევს დაზარალებულად. ხელისუფლება რაც უფრო გააჭიანურებს ამ ფაქტს და მით უფრო ძვირი დაუჯდება და სამართლებრივად ძლივს გადაიხდის.  ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავს არიდებს," - აღნიშნა სულხან სალაძემ. 

დაზარალებულების სახელით საიამ სასამართლოს 11 ოქტომბერს მიმართა.

 

 

დღის ამბები