დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. გადაწყვეტილებას მხარი ბრიტანეთის დეპუტატათა უმრავლესობამ დაუჭირა. არჩევნების გამართვის ინიციატორი პრემიერი ბორის ჯონსონი იყო. ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამდე გაიმართება. ევროვაშირმა ბრექსითის პროცესი 3 თვით გადაავადა.